აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მგზავრობა უფასო გახდება
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მეტროპოლიტენი კვირას დილის 4:00 საათამდე იმუშავებს და მგზავრობა უფასო იქნება. სასაფლაოზე მისასვლელად კი, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობას სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტი კვირას და ორშაბათს უფასოდ მოემსახურება.
დიდუბიდან ავტობუსები იმოძრავებენ მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის მიმართულებით, სადგურის მოედნიდან და მარჯანიშვილიდან – კუკიისა და მახათის მთის, მეტრო “ვარკეთილიდან” – ვარკეთილის სასაფლაოს, სარაჯიშვილიდან კი – თბილისის ზღვის მიმართულებით.