ილია მეორემ 12 მღვდელმსახურს ფეხი განბანა

წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი შესრულდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 12 მღვდელმსახურს ფეხი განბანა.
„ჩემთვის ეს მეტად მნიშვნელოვანი დღეა. ამ დღეს, 1957 წელს სიონის საპატრიარქო დაძარში მე დიაკვნად მაკურთხეს. როდესაც ყველაფერს მოვრჩით და საკურთხეველი დავალაგეთ, წმინდა ნინოს ჯვართან მივედი, რომ ვმთხვეოდი, თუმცა ზეთიან კანდელს გავდე და მთელი ზეთი თავზე გადმომესხა. იქ მყოფნი აბობდნენ, რომ ეს მადლის გადმოსვლის ნიშანიაო. ღმერთმა მოგანიჭოთ მადლი სულისა წმინდისა“, – აღნიშნა პატრიარქმა.
სახარების თანახმად, იესო ქრისტემ დიდ ხუთშაბათს ფეხი მოწაფეებს თავად დაბანა, შემდეგ კი საკუთარი სისხლით და ხორცით აზიარა, რითაც ზიარების საიდუმლო დააწესა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები