პარლამენტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს პარლამენტის წევრებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და რუსთაველის გამზირზე მემორიალი გვირგვინით შეამკეს. „ეს არის დღე, რომელიც ყველას გვაერთიანებს და ყველაზე კარგად გამოხატავს ჩვენი ერის განსაკუთრებულობას. იმას, თუ როგორ შეუძლიათ ჩვენი ქვეყნის შვილებს თავისუფლების, ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის თავის გაწირვა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები