მინდია ჯანელიძემ ქაშუეთში მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ქაშუეთში მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. დაღუპული პოლიციელის პატივის მისაგებად ქაშუეთის ტაძარში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანიც იმყოფებოდა.
„მივუსამძიმრეთ გარდაცვლილი, გმირი პოლიციელის ოჯახს. ეს უდიდესი ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, დანაშაული უახლოეს ხანებში გაიხსნება და დამნაშავე საკადრისად დაისჯება. დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც ხელს აღმართავს ქართველ სამხედროებზე, ქართველ პოლიციელებზე. ყველას საკადრისი პასუხი მიეზღვება”,- განაცხადა ჯანელიძემ.