დავით უსუფაშვილი: 9 აპრილი არის თარიღი, რომელიც ერთდროულად გვავსებს ტკივილისა და სიამაყის განცდით

9 აპრილი არის თარიღი, რომელიც ერთდროულად გვავსებს ტკივილისა და სიამაყის განცდით -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
“1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. ამ დღეს გამოვლენილმა შეუპოვრობამ და თავგანწირვამ ცხადყო, რომ ძველებურად ვეღარ გაგრძელდებოდა, რომ საქართველოს დამოუკიდებელობა გარდაუვალია. ამ ტრაგიკული დღიდან ძალიან მალე, 1991 წლის წლის 9 აპრილს, ქართველმა ხალხმა მიაღწია მიზანს და თავგანწირვის შედეგად მოპოვებული თავისუფლება, სამართლებრივად გააფორმა. ამიტომ 9 აპრილი არის თარიღი, რომელიც ერთდროულად გვავსებს ტკივილისა და სიამაყის განცდით, ეს არის დღე, რომელიც მუდმივად შეგვახსენებს, რომ დამოუკიდებლობა კონკრეტული ადამიანების გმირობისა და სიცოცხლის ფასად მოვიპოვეთ და ამ მონაპოვარს მოფრთხილება, მზრუნველობა და გამყარება ჭირდება. ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა“, -აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები