მსახიობი გიორგი ნაკაშიძე გაათავისუფლეს
მსახიობი გიორგი ნაკაშიძე დღეს გაათავისუფლეს. მსახიობმა წინასწარი დაკავების იზოლატორი უკვე დატოვა. ნაკაშიძე გუშინ გვიან ღამით პოლიციელებთან მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით იყო დაკავებული. შემთხვევა ზაარბრიუკენის მოედანზე მოხდა. როგორც ცნობილია, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნაკაშიძე პოლიციელებთან მივიდა და შელაპარაკების ნიადაგზე მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.