საგარეო საქმეთა მინისტრი: 9 აპრილი განსაკუთრებული დღეა საქართველოს ისტორიაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა. თამარ ბერუჩაშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო. საგარეო საქმეთა მინისტრი 9 აპრილის მემორიალთან მოადგილეებთან ერთად იმყოფებოდა. თამარ ბერუჩაშვილის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობა და გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის.
“ჩვენ დღეს მოვედით, რათა პატივი მივაგოთ იმ უდანაშაულო მსხვერპლს, რომელიც გაიღო ქართველმა ხალხმა სახელმწიფოებრიობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ამ ძალისხმევამ, მსხვერპლმა შედეგი გამოიღო 1991 წლის 9 აპრილს და გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ჩვენ ყველა ძალისხმევას ვიყენებთ, რათა ეს მსხვერპლი, რომელიც გაღებული იყო ამისთვის, შესაბამისად იყოს დაფასებული”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები