მილანის იუსტიციის სახლში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა

მილანის იუსტიციის სახლში დღეს სროლა მოხდა. არიან დაღუპულები და დაჭრილები. „ბი-ბი-სის“ ცნობით, სროლა მაშინ ატყდა, როდესაც სასამართლო ფიქტიური გაკოტრების შესახებ საქმეს განიხილავდა. ცეცხლი მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა გახსნა. იტალიური სააგენტო AGI-ის ცნობით, დაიღუპა ორი და დაიჭრა ერთი ადამიანი.
ბოროტმოქმედი მიიმალა. ამ დრომდე შენობაში მისი ძებნა მიმდინარეობს. იუსტიციის სახლიდან მთელი პერსონალი და იქ მყოფი ადამიანები ევაკუირებულები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები