გიორგი მღებრიშვილმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო. როგორც გიორგი მღებრიშვილმა 9 აპრილის მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა, დიდ ტკივილთან ერთად დღევანდელი დღე თავისუფლებისთვის ბრძოლისა და ერთიანობის სიმბოლოა.
“მე ვისურვებდი, რომ ქართველი ერის არსებობის ისტორიის მანძილზე ეს ერთსულოვნება ყოველთვის ყოფილიყოს ქართველ ხალხში”, – განაცხადა მღებრიშვილმა.