19 მაისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines იფრენს

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 19 მაისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines იფრენს. მგზავრებს ქუთაისი-სტამბოლის ავიარეისით სარგებლობა კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შეეძლებათ. ავიაკომპანია „პეგასუსი“ მომხმარებლებს სტამბოლის საბია გოგჩენის აეროპორტიდან ავიარეისებს დაახლოებით 100 სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს. ქუთაისიდან სტამბოლის მიმართულებით ავიაბილეთების ფასი 29.99 ევროდან იწყება. მათი შეძენა მსურველებს “პეგასუსის“ ვებგვერდზე უკვე შეუძლიათ. ბილეთების შეძენა-დაჯავშნა:http://www.flypgs.com/en/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები