ირაკლი ღარიბაშვილმა და ვახტანგ გომელაურმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და შინაგან საქმეთა მინსიტრმა ვახტანგ გომელაურმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
„26 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან. ეს არის ტრაგიკული თარიღი და ამავე დროს ეს დღე არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და ჩვენი სამშობლოს სიყვარულისთვის ბრძოლის. ამ ადამიანებმა გამოიჩინეს გმირობა და ჩვენ მოგვცეს მაგალითი, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ და დავიხარჯოთ ბოლომდე. მე ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეამ, ამ ერთიანობამ გამოიღო შედეგი და 1989 წლის 9 აპრილის 2 წლის თავზე, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.