ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე “ტრაილერმა” ქვეითად მოსიარულე ქალბატონს გადაუარა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ავარიის ამსახველი ფოტო. ადგილზე სასწრაფო და საპატრულო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
როგორც “კვირას” შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა). შემთხვევის შედეგად დაზარალებულმა ქალბატონმა, სავარაუდოდ, ფეხი დაკარგა.