ქუთაისის მერიასთან მთავრობის ინიციატივით პანდუსი დამონტაჟდა

ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისის მერიის შენობასთან პანდუსი დამონტაჟდა. აღნიშნული შენობა ამ დრომდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ადაპტირებული არ იყო, თუმცა ახლა ეტლით მოსარგებლეებისთვის გადაადგილება გამარტივდება. ახალი პანდუსი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ შშმ პირებთან ერთად გახსნა.
,,ადმინისტრაციულ შენობას პანდუსი არ ჰქონდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს პრობლემა გადავჭერით. პანდუსი კიდევ რამდენიმე ადგილზე მოეწყო ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის ქუთაისში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა ისევ გაგრძელდება”, – განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისში ბოლო პერიოდში სულ 6 პანდუსი დამონტაჟდა, რისთვისაც ბიუჟეტში 28 000 ლარი იქნა გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები