„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ დამასკოსთან მდებარე პალესტინელი ლტოლვილების ბანაკის 90 პროცენტს აკონტროლებენ

 სირიის დედაქალაქ დამასკოსთან მდებარე პალესტინელი ლტოლვილების ბანაკს „ისლამური სახელმწიფოს“ შენაერთები უკვე 90 პროცენტით აკონტროლებენ. სირიის არმიის საჰაერო ძალები ბანაკის ტერიტორიაზე ავიადარტყმებს ახორციელებენ. ამ ბანაკს ბოლო დრომდე „სირიის თავისუფალი არმია“ აკონტროლებდა. რამდენიმე დღის წინ მას „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ დაესხნენ თავს. მას შემდეგ აქ გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს და „ბოევიკებმა“ ბანაკი თითქმის მთლიანად დაიკავეს. სირიის „თავისუფალ არმიას“ და ოფიციალურ დამასკოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოქმედებს. რაც შეხება „ისლამურ სახელმწიფოს“, მისი „ბოევიკები“ განაგრძობენ სირიაში ბრძოლას როგორც სამთავრობო ჯარების, ასევე სირიის „თავისუფალი არმიის“ წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები