ნინო ბურჯანაძე ირაკლი ალასანიას განცხადებას არადამაჯერებელს უწოდებს

“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადება მხოლოდ მაშინ იქნებოდა დამაჯერებელი, თუ ის მომხდარი ფაქტის შემდეგ დაკავებულ თანამდებობაზე უარს იტყოდა და გადადგებოდა.
“მისი განცხადებები დამაჯერებელი იქნებოდა, ამ ფაქტის შემდეგ თავად რომ გადამდგარიყო თანამდებობიდან.  როცა გაშვების შემდეგ ლაპარაკობენ, მაშინ ნამდვილად არ არის განცხადებები დამაჯერებელი”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ალასანიამ განაცხადა, იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც საჰაერო თავდაცვას ეხებოდა, უარი სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა ათქმევინეს.
“თუკი გვინდა, თავიდან ავიცილოთ ომი და დაპირისპირება, ყველაზე დიდი ძალა არის, იყო მზად ომისთვის, შენი მშვიდობის დაცვისთვის. ამას, ბუნებრივია, სჭირდება შეირაღებულ ძალებში და ჩვენს საზოგადოებაში წინააღმდეგობის გაწევის ნება, მაგრამ ეს ნება რომ რეალიზდეს, მას სჭირდება შესაძლებლობები, რომელსაც ჰქვია თავდაცვითი შესაძლებლობა. სწორედ ასეთი, ერთ-ერთი ფუნდამენტალური შესაძლებლობის შეძენაზე უარი ათქმევინეს საქართველოს ბატონმა ღარიბაშვილმა და ბატონმა ივანიშვილმა, იმიტომ, რომ მათ არასდროს არავინ არ დაუკარგავთ ომში და არასდროს გულწრფელი სოლიდარობა არ ჰქონიათ საქართველოს სამხედროებთან, თავდაცვასთან და ჩვენი ქვეყნის ჯართან”, – განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები