ირაკლი ღარიბაშვილმა ქვემო ქართლის გუბერნატორს „ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის“ დეტალები გააცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვემო ქართლის გუბერნატორთან რაიონების გამგებლებთან და რუსთავის მერთან ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების შესახებ და მათ გააქტიურებისკენ მოუწოდა. ღარიბაშვილმა გამგებლებს ახალი სამთავრობო პროექტის -„ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის“ დეტალები გააცნო და მიმართა, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ ბიზნესის წარმომადგენლებს, რათა განვითარდეს წარმოება, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და რეგიონი გაძლიერდეს.
აღსანიშნავია, რომ სამუშაო შეხვედრები რაიონების გამგებლებსა და მერებთან გაიმართება ყველა რეგიონში, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალი სამთავრობო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.