გიორგი მუსხელიშვილი ფრაქციის დაშლის მიზეზებზე არ საუბრობს
ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი გიორგი მუსხელიშვილი აცხადებს, რომ “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრები გეგმავენ, შექმნან დამოუკიდებელი ფრაქცია და არ აპირებენ შეუერთდნენ უმრავლესობას.
“თუ რა გახდა პარტიიდან წამოსვლის მიზეზი, ეს ჩვენი შიდა საქმეა, ჩვენი ურთიერთობები არ გვინდა გავასაჯაროოთ”, – აღნიშნა გიორგი მუსხელიშვილმა.
მუსხელიშვილი არ აკონკრეტებს იმ მიზეზს, თუ რა გახდა ფრაქციის დაშლის მიზეზი. ის არც იმას განმარტავს, თუ რა იგულისხმა პარტიის ლიდერმა ფრაქციისა და პარტიის საქმიანობის შეუთავსებლობაში.
“მე არ ვთვლი, რომ საკრებულოში უნდა მოხდეს საკითხების პოლიტიკურ ჭრილში განხილვა, რასაც აკეთებს უმცირესობა. მე ამას საჭიროდ არ ვთვლი. როცა ხარ მაჟორიტარი, ეს ფაქტობრივად სამეურნეო საქმიანობაა, რომელმაც თბილისის მერიის მიერ შესრულებული სამუშაოები უნდა გააკონტროლოს. ამიტომ, ჩვენ ორიენტირებული ვართ ამომრჩეველზე და ხალხზე, რომელთაც უნდა ჰქონდეთ ნორმალური პირობები ქალაქში საცხოვრებლად. მე ვთვლი, რომ საქმე უნდა გავაკეთოთ და არა პოლიტიკური განცხადებები”, – აღნიშნა გიორგი მუსხელიშვილმა.