ირაკლი ალასანია: საფრანგეთთან მემორანდუმით გათვალისწინებული შეთანხმება არ შედგა

შეგვიძლია ვთქვათ, რომ საფრანგეთთან მემორანდუმით გათვალისწინებული შეთანხმება არ შედგა, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი მტკიცებით, ამ დროისთვის საფრანგეთთან მის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის მოქმედების და მისი გაგრძელების ვადა ამოწურულია. იგი იმედოვნებდა, რომ მინდია ჯანელიძე თავდაცვის უწყების გადაბარების შემდეგ ბოლომდე მიიყვანდა ამ საქმეს, რადგან ის სოლიდარული იყო საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მემორანდუმის საკითხზე, როცა უსაფრთხოების საბჭოზე მას განიხილავდნენ.
“ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ მეგონა, ჩემი ჩამოცილების შემდეგ ხელისუფლება და მთავრობა მასზე უარს არ იტყოდა. არ დავფარავ, რომ მინდია ჯანელიძე, რომელიც ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ კომუნიკატორის როლს ასრულებდა, უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში განხილვების დროს სოლიდარულად იყო ამ თემისადმი განწყობილი და მას მხარს უჭერდა”, – განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები