კენიის ქალაქ გარისას უნივერსიტეტში ისლამისტმა „ბოევიკებმა“ 147 ადამიანი მოკლეს

კენიის ქალაქ გარისას უნივერსიტეტზე 2 აპრილს დაჯგუფება „აშ შაბაბის“ „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად 147 ადამიანი დაიღუპა. გადარჩენილი სტუდენტების თქმით, თავიდან ტერორისტებმა უმისამართო სროლა ატეხეს, შემდეგ კი მძევლად 500 სტუდენტი აიყვანეს. მათ ახალგაზრდებს სარწმუნოების შესახებ ეკითხებოდნენ და ვინც ყურანის ლოცვებს ზეპირად ვერ ამბობდა, ადგილზე კლავდნენ.
სპეცრაზმელებმა შტურმის შედეგად ოთხი ტერორისტი მოკლეს, ერთი კი დააკავეს. ამ დაჯგუფების მეთაურია მუჰამედ მუჰამედი. კენიის ხელისუფლება მის შესახებ ინფორმაციისთვის 215 ათასი დოლარის ჯილდოს აწესებს. სომალის საზღვრისპირა ოთხ ოლქში, სომალის საზღვრის სიახლოვეს, კენიის ხელისუფლებამ კომენდანტის საათი გამოაცხადა. „ბოევიკები“, სავარაუდოდ, სწორედ სომალის ტერორისტულ ორგანიზაციებთან არიან დაკავშირებულები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები