ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება მიღწეულია
ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე ე.წ. ექსვსეულმა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს. „შეთანხმება მიღწეულია ყველა ძირითად პუნქტზე“ – დაწერა ტვიტერის საკუთარ გვერდზე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. თავის მხრივ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯორ კერიმ განაცხადა, რომ შემუშავებულია ყველა ძირითადი პარამეტრი და მომავალი მოლაპარაკება დეტალების საბოლოო შეთანხმებაზე გაგრძელდება.
ირანის პრეზიდენტმა ჰოსეინ როჰანიმაც ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ლოზანაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე განსაზღვრულია მომავალი ბირთვული შეთანხმების საკვანძო პარამეტრები და ოფიციალური დოკუმენტის შემუშავება უკვე დაწყებულია. როგორც ლოზანაში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინის განაცხადა, ირანის წინააღმდეგ არსებული სანქციების გაუქმება გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების პარალელურად მოხდება.