ჯაბა სამუშია “თავისუფალი დემოკრატების” მიერ საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია “თავისუფალი დემოკრატების” ფრაქციის მიერ საკრებულოში საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის საკრებულოს ოფიციალურ განცხადებას დაელოდება და კომენტარს მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს.
“მე ევერ გეტყვით კონკრეტულად თუ რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება და ეს განცხადება. ჩემი კოლეგები თბილისის საკრებულოდან ამ დღეებში გააკეთებენ განცხადებას და ვფიქრობ, რომ მათი აზრის დაფიქსირებამდე, რაიმე კომენატარის გაკეთება მართებული არ იქნება”, – განაცხადა სამუშიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები