„მინდა ვთქვა, რომ წარმოებას ვერავინ გააჩერებს“

„არემჯი კოპერის“ თანამშრომლების განცხადებით, საბადოს თანამშრომლები ქუთაისში იმისთვის ჩავიდნენ, რომ გაარკვიონ რა სურს “ნაციონალურ მოძრაობას“ და „თავისუფალ დემოკრატებს”. აქციის მონაწილის კახა კეკლიძის თქმით, ამ მოწვევის პარლამენტში გარკვეული ჯგუფები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომლებიც “მადნეულის”, როგორც კომპანიის დისკრედიტაციას ეწევიან და მის შეფერხებას ცდილობენ.
„ვფიქრობთ, რომ ამისთვის ისინი გარკვეულ ფინანსურ რესურსებს და დაქირავებულ ძალებს იყენებენ, რომელსაც საყდრისის გადარჩენის კომიტეტს ეძახიან, რათა საზოგადოებაში დანერგონ აზრი, რომ კომპანია ისეთ სამუშაოებს აწარმოებს, რისი უფლებაც არ აქვს. კომპანია 1975 წლიდან მუშაობს, თან ძალიან წარმატებულად. ის საექსპორტო პროდუქციის დაახლოებით 6%-ს აწარმოებს და ეს ჯგუფები ცდილობენ წარმოება შეაფერხონ და შეიძლება მისი გაჩერებაც უნდათ. ასე ცდილობენ ისინი სოციალური ფონის დაძაბვას და იბრძვიან თავისი შორს გამიზნული მიზნებისთვის. მინდა ვთქვა, რომ წარმოებას ვერავინ გააჩერებს“, – განაცხადა კახა კეკელიძემ.
კომპანიის თანამშრომელმა გია მუშკუდიანმა აღნიშნა, რომ მათ ყველაზე კარგად იციან საყდრისი კულტურული ძეგლი იყო, თუ სხვა რამ.
„რომელ კომისიაზეა საუბარი, ან რატომ შეჰყავთ ამდენი ხალხი შეცდომაში. ჩვენზე უკეთესად ვინმემ იცის იქ რა იყო?! იქ იყო ერთი ბორცვი, რომელსაც ორი ნაპრალი ჰქონდა, ამ ნაპრალს გადააყოლეს მთელი საქართველო. მოვიდნენ, დაგველაპარაკონ, გაგვცენ პასუხები. უმუშევრობას უმუშევრობა უნდა დავამატოთ კიდევ?!” – განაცხადა მუშკუდიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები