რუსეთის სპეცსამსახურები – სამარას მკვიდრმა ობამას „რუსეთის დაშლაში“ დახმარება აღუთქვა

რუსეთის უშიშროების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, მოქალაქე ბ-მ რუსეთში აშშ-ს საელჩოს წერილით მიმართა, რომელიც ბარაკ ობამას სახელზე გააგზავნა. წერილში მან „რუსეთის, როგორც ქვეყნის დაშლაში“ მონაწილოების მიღებაში მზადყოფნა გამოთქვა.
ამასთან, რუსეთის სპეცსამსახურებს არა აქვთ ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი ეხმარებოდა უცხო სახელმწიფოს რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების განხორციელებაში.
იმის გამო, რომ მოქალაქის ქმედებებმა დანაშაულის ჩადენისთვის პირობები შექმნა, მას შესაბამისი ორგანოებიდან გაფრთხილების წერილი გაეგზავნა. 2014 წლიდან რუსეთში მუხლებით – „სახელმწიფო ღალატის“ და „ჯაშუშობის“ ბრალდებით 9 პირია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები