ავღანეთში აფეთქების შედეგად 17 ადამიანია დაღუპული
ავღანეთის აღმოსავლეთით დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. დაჭრილია პარლამენტის წევრი ხამაიუნ ხამაიუნი. აფეთქება ქალაქ მატუნში იმ დროს მოხდა, როდესაც იქ შეკრებილები ადგილობრივი გუბერნატორის წინაღმდეგ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდნენ. ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ ცნობით, 40 ადამიანია დაჭრილი. ჯერჯერობით არც ერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას ტერაქტზე პასუხისმგებლობა არ აუღია.