მაშველებმა ალპებში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მეორე „შავი ყუთი“ აღმოაჩინეს

მაშველებმა ალპებში 24 მარტს ჩამოვარდნილი კომპანია „ჯერმანვინგის“ ავიალაინერ A320-ის მეორე „შავი ყუთი“ აღმოაჩინეს. ამის შესახებ მარსელის პროკურორმა ბრის რობენმა განაცხადა.
პირველი „შავი ყუთი“ კატასტროფის მეორე დღეს იყო აღმოჩენილი. მისი მეშვეობით გამოძიებამ დაადგინა, რომ ავიალაინერი მეორე პილოტმა ანდრეას ლუბიცმა შეგნებულად დაუშვა და კლდეს შეაჯახა. ავიაკატასტროფის შედეგად 150-ვე მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა. ეს ყველაზე სეროზული ავიაკატასტროფაა საფრანგეთის ტერიტორიაზე 15 წლის განმავლობაში, 2000 წელს პარიზთან ზებგერითი თვითმფრინავის „კონკორდის“ კატასტროფის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები