იემენში რუსეთის საკონსულოს შენობა დაიბომბა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი არაბეთის სახელმწიფოთა კოალიციას საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით იემენის ქალაქ ადენში რუსეთის გენერალური საკონსულოს დაბომბვას აბრალებს.
„2015 წლის 30 მარტს საუდის არბეთის და არაბეთის სხვა სახელმწიფოებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ ადენში მდებარე რუსეთის ფედერაციის გენერალური საკონსულოს შენობაზე. დაბომბვის შედეგად საკონსულოს შენობა დაზიანდა“, – ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
ამ უწყებაში აცხადებენ, რომ ასეთი ქმედებები ეწინააღმდეგება რუსეთსა და იემენს შორის გაფორმებულ შეთანხმებას დიპლომატიური მისიების ხელშეუხებლობის შესახებ. მოსკოვი დამნაშავეთა დასჯას ითხოვს. არაბული კოალიცია იემენში ამბოხებულთა პოზიციებს 26 მარტიდან ბომბავს. კოალიციას საუდის არაბეთი უდგას სათავეში, რომლის ტერიტორიაზე იემენის ჩამოგდებული პრეზიდენტი იმალება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები