ამერიკული კომპანია „ექსონ მობილი“ რუსეთს სასამართლოში უჩივის
ამირიკულ კომპანია „ექსონს“ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეაქვს. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიას პრეტენზიაა ქვს გადასახადის გადახდის ოდენობასთან დაკავშირებით. „ექსონ“ – ში მიაჩნიათ, რომ მან ბოლო წლებში გადასახადის სახით მეტი ფული გადაიხადა, ვიდრე ეს აუცილებელი იყო კანონის მიხედვით. ამერიკული კომპანია მისთვის 500 მილიონი დოლარის დაბრუნებას ითხოვს.
რუსი ექსპერტების აზრით, „ექსონმა“ რუსეთის ბაზრის დატოვება საბოლოოდ გადაწყვიტა და წასვლის წინ სურს მცირედით მაინც დაფაროს თავისი ზარალი, რასაც ეს გადაწყვეტილება გამოიწვევს. .