ერაყის ჯარმა ქალაქი დაიკავა, რომელსაც „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები აკონტროლებდნენ (ფოტოკოლაჟი)

ერაყოს სამთავრობო ძალებმა ქალაქი ტიკრიტი დაიკავეს, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებდა.
ერაყის ჯარს ქალაქის შტურმში ადგილობრივი შიიტი პოლიციელები და აშშ-ს ავიაცია ეხმარებოდა. ქალაქში სამხედროებმა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დიდი რაოდენობით ავტომანქანები და ასაფეთქებელი ხაფანგები აღმოაჩინეს. „როიტერის“ ინფორმაციით, ქალაქის თავზე კვამლი დგას და იქ ბევრი შენობა იწვის.
ტიკრიტის მოსახლეობის დიდი ნაწილი, „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების წევრთა მსგავსად, მუსლიმი სუნიტები არიან. ერაყის ხელისუფლება შიშობს, რომ შიიტი სამხედროების შესვლა ქალაქში მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს, რაც, შესაძლოა, შეიარაღებულ ამბოხშიც გადაიზარდოს.

11087928_10203681392626965_884525438_n

11092688_10203681392666966_345812586_n

11096902_10203681392586964_1894154427_n

11100637_10203681392706967_14869402_n

11101783_10203681392906972_406199913_n

11121807_10203681392866971_1980397432_n

11128709_10203681392746968_337474697_n

11134414_10203681392786969_339267149_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები