მოსკოვის კლუბებმა ბორის ნემცოვის საღამოს ჩატარებაზე უარი განაცხადეს

პრაქტიკულად ყველა მოსკოვის კლუბმა დაღუპული რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამოს ჩატარებაზე უარი განაცხადა. ღონისძიება 7 აპრილისთვის იგეგმებოდა – პოლიტიკოსის დაღუპვის მე-40 დღეს. ტელეწამყვან მიხეილ კოზირევის განცხადებით, თავისი კლუბი საღამოს ორგანიზატორებს მხოლოდ სტას ნამინმა დაუთმო. „ჩვენ ხსოვნის საღამოს ჩატარება მოსკოვის პრაქტიკულად ყველა კლუბს შევთავაზეთ. თავიდან ამ იდეით ყველა ინტერესებოდა, ხოლო შემდეგ ერთი და იგივე ხდებოდა. გვეუბნებოდნენ – გვაცალეთ ერთი დღე მოსაფიქრებლად და ამ დროის გასვლის შემდეგ გვპასუხობდნენ, – „ამის გაკეთება რეკომენდებული არ არის“, „მზად არ ვართ“, „არ გვინდა ამ ამბავში მონაწილეობა“, „კლუბი ამ დღეს დაკავებულია“. ასეთი პასუხები მივიღეთ“, – წერს კოზირევი  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები