კენიის უნივერსიტეტზე თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა

კენიის უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-დე გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტო „სინჰუა“ იუწყება.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ. კიდევ 30 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის 4 კრიტიკულ მადგომარეობაშია. ბოევიკები დღეს კენიის ქალაქ გარისაში მდებარე ერთ-ერთი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ მძევლად რამდენიმე ადამიანი აიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები