პოროშენკომ უკრაინაში რუს ძალოვანებზე ფილმების ჩვენება აკრძალა

უკრაინაში რუს ძალოვანებზე ფილმების და სერიალების ჩვენება აიკრძალება. შესაბამის ბრძანებულებას უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა.
ამიერიდან სახელმწიფო – ოკუპანტის (რუსეთის) სამართალდამცველი ორგანოების, შეიარაღებული ძალების, სამხედროების ან სხვა ძალოვანი უწყებების პოპულარიზაციის, აგიტაციის ან პროპაგანდის შემცველი ნებისმიერი ფილმების ჩვენება იკრძალება. ასევე აკრძალულია ყველა კინოფილმი, რომელიც ძალოვანი უწყებების ნებისმიერ ხსენებას შეიცავს. პრეზიდენტის ხელმოწერამდე ეს გადაწყვეტილება უკრაინის სახელმწიფო რადამ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები