კიევში ერთ-ერთი ბანკის ოფისთან აფეთქება მოხდა

კიევში რუსეთის „სბერბანკის“ შვილობილი ბანკის ოფისთან აფეთქება მოხდა. ინციდენტი ღამის 4 საათზე ბანკის ერთ-ერთ ფილიალთან მოხდა. უკრიანის სამართალდამცველთა ინფორმაციით, აფეთქდა დაუდგენელი მოწყობილობა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. აფეთქების ტალღამ კარები დააზიანა და შუშები ჩაამსხვრია.
მოგვიანებით უკრაინული მილიციის თანამშრომლებმა კიდევ ერთი ბანკის ოფისთან ბომბი აღმოაჩინეს. გამნაღმველებმა მისი გაუვნებელყოფა შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები