პესკოვი – რუსეთი დასავლეთს ბირთვული იარაღით არ დამუქრებია

რუსეთი დასავლეთს ყირიმის დასაცავად ბირთვული იარაღით არასდროს დამუქრებია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, დასავლეთის მედიაში გავრცელებული პუბლიკაციები უკრაინისთვის ყირიმის გადაცემის მცდელობის, ან ბალტიისპირეთში ნატოს ძალების გაძლიერების შემთხვევაში მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის შესახებ არის „ქვეყნის დემონიზაციის კლასიკური მაგალითი“.
შეგახსენებთ, რომ განცხადება 2014 წელს ყირიმის მიერთების დროს რუსეთის ბირთვული ძალების სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დოკუმენტურ ფილმში „ყირიმი – გზა სახლისკენ“ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები