რუსეთში სტალინის თაყვანისმცემელთა რიცხვი იზრდება

რუსეთის მოსახლეობის მესამედი საბჭოთა ლიდერს იოსებ სტალინს პატივისცემით ეპყრობა. სამი წლის წინ კი „ლევადა ცენტრის“ გამოკითხვებით, ეს რიცხვი მხოლოდ 21%-ს შეადგენდა.
კითხვაზე, იყო თუ არა გამართლებული სტალინის ეპოქაში მილიონობით ადამიანის განადგურება იმ მიზნებით, რასაც რეჟიმი ისახავდა, 45%-მა დადებითი პასუხი გასცა. 2012 წელს ეს მონაცემები მხოლოდ 25%-ს შეადგენდა. ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად შემცირდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც მიაჩნია, რომ ამ მსხვერპლის გამართლება შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები