კენიის ერთ-ერთ უნივერსიტეტს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ და სტუდენტები მძევლად აიყვანეს

შეიარაღებულ პირთა ჯგუფი კენიის ქალაქ გარისაში უნივერსიტეტის შენობას თავს დაესხა. თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ისლამისტური დაჯგუფება „აშ შაბაბის“ „ბოევიკები“ არიან.
თავდასხმის თვითმხილველები ამბობენ, რომ შენობის ფანჯრებიდან კვამლი გამოდის და ისმის სროლის ხმა. იქ უკვე მივიდნენ პოლიციის ქვედანაყოფები და სასწრაფო დახმარების მანქანები.
კენიური ტელეკომპანია Citizen TV-ს ცნობით, ტერორისტებმა რამდენიმე სტუდენტი მძევლად აიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები