პლასტმასის და პოლიეთილენის ნარჩენები ხმელთაშუა ზღვის ფაუნას საფრთხეს უქმნის

დიდი რაოდენობით პლასტმასის და პოლიეთილენის ნარჩენები ხმელთაშუა ზღვაში გროვდება. ათასობით ტონა ნაგავი ზღვის ზედაპირზე დაცურავს. მეცნიერების განცხადებით, ხმელთაშუა ზღვის ბიოლოგიური მრავალფეროვნების გათვალისწინებით, ეს დაბინძურება ძალზე სახიფათოა. პლასტმასის ნარჩენებს ხშირად ფრინველების, თევზების, კუების და ვეშაპების კუჭებში პოულობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ხმელთაშუა ზღვა მსოფლიო ოკეანეების ფართობის მხოლოდ 1 პროცენტს შეადგენს, აქ დედამიწის ყველა ზღვის სახეობის 18 პროცენტი ბინადრობს.
„პლასტმასის და პოლიეთილენის ნარჩენებით, ძირითადად, ბოთლებით და პარკებით ზღვის დაბინძურება ამ მასალების გამოყენების დაწყებიდან მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ პლანეტარული მასშტაბის პრობლემა გახდა, რომელიც გადაჭრას საჭიროებს“, – განაცხადა ესპანეთის კადისის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ადრეს კოსარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები