შსს საქართველოს საზღვრებზე გადადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა შორის განსაკუთრებით ჭარბობენ თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მოქალაქეები. აღსანიშნავია, რომ პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკშირის ქვეყნებთან მიმართებაშიც. 2015 წლის მარტის თვე 385 970 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 2,2 %-ით ნაკლებია. რაც შეეხება იანვარ-მარტის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 986 366 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2%-ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი – 348 770 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 35,4%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 7,4%); ბ) ტრანზიტი – 203 841 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 20,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 15,3%); გ) სხვა – 433 755 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 44%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 5%). 2015 წლის მარტშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-6%), აზერბაიჯანიდან (+0,3%), სომხეთიდან (-0,6%), რუსეთიდან (-0,3%) და უკრაინიდან (-12%) განხორციელდა.
ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-მარტში გამოირჩნენ ლიტვა, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და იტალია (შესაბამისად, 136%, 64%, 14% და 12%), შუა აზიის ქვეყნებიდან უზბეკეთი (95%) და ყაზახეთი (29%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი 39% და 19%–იანი მატებით – ბელორუსიის და მოლდოვას მოქალაქეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები