დავით ნარმანია საკრებულოს წინაშე მომავალ კვირაში წარდგება – “მზად ვარ, ვუპასუხო მწვავე კითხვებსაც”

თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოს წინაშე მოხსენებით მომავალ კვირას წარდგება, ინფორმაცია ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს მიაწოდა. “კონკრეტული თარიღი საკრებულოსთან კონსულტაციების საფუძველზე ამ დღეებში დაზუსტდება. მზად ვარ, ვუპასუხო ყველა კითხვას, მათ შორის მწვავე კითხვებსაც”, – განაცხადა დავით ნარმანიამ. აღსანიშნავია, რომ თბილისის საკრებულოში დავით ნარმანიას გამოცხადებას და კითხვებზე პასუხს საკრებულოს ოპოზიციური პარტიები ითხოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები