გარემოს დაცვის სამინისტროში დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს. როგორც “კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მიმდინარე წელს პარიზში კლიმატის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელზეც კლიმატის ცვლილების ახალ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, შეთანხმების თანახმად, საქართველო ვალდებულებას იღებს, შეიმუშაოს დაბალემისიანი განვითარების სტრატეგია, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცესში სათბურის გაზების გაფრქვევის შემცირებას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე 2030 წლისათვის ენერგეტიკის სექტორიდან “სათბურის გაზების” მოსალოდნელი გაფრქვევის შემთხვევაში სამოქმედო გეგმა განიხილეს. შეხვედრას სამთავრობო უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები