საქართველოში ავიაკომპანია YanAir იწყებს ფრენას

ავიაკომპანია YanAir უკრაინიდან საქართველოში ორ ავიარეისს აღადგენს. ოდესიდან რეისი ბათუმში შესრულდება, ხოლო კიევიდან თბილისში. ივნისში კი მას კიდევ ერთი რეისი – კიევი-ბათუმი დაემატება. ამ ეტაპზე კიევიდან თბილისში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი დაფრინავს. ქუთაისში 20 აპრილამდე კიევიდან WizzAir დაფრინავს, მაგრამ ამ თარიღის შემდეგ, ავიაკომპანია აღნიშნულ რეისს აჩერებს. ოდესიდან ბათუმში საწყის ეტაპზე მცირე ზომის თვითმფრინავი იფრენს და, კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში, მომავალში რეისებს „ბოინგი“ შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები