„თბილისი მერიოტი“ სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს

სასტუმრო „თბილისი მერიოტი“ სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა რიგით მეორე შეხვედრა რეგიონული უსაფრთხოების საკითხების მიმოხილვით დაიწყეს. აღინიშნა, რომ სამმხრივი თანამშრომლობა რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებისაკენ იქნება მიმართული.
მინისტერიალის ფარგლებში, მინდია ჯანელიძემ, იშმეთ ილმაზმა და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხს დაეთმო. მინდია ჯანელიძემ კოლეგებს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი სამხედროებით დაკომპლექტებული ზაფხულის სამთო მომზადების კურსის ჩატარებაც შესთავაზა.
მეზობელი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები