„რუსთავი 2″-მა კობალაძეს კომპენსაცია გადაუხადა, ახლა დარჩა ცრუ ინფორმაციის უარყოფა“

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მისი უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ საკრებულოს წევრ კობა კობალაძესა და „რუსთავი 2“-ს შორის აღსრულებაზე დავა არ წარმოიქმნას და ინფორმაცია არხის მიერ უარყოფილი იქნას.
თეა წულუკიანის ინფორმაციით, აღსრულების ეროვნულ ბიუროში კობა კობალაძის საქმე თებერვალში შევიდა, რომელიც „რუსთავი 2″-სგან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვს.
„სასამართლოს ძალით „რუსთავი 2“-ს დაეკისრა, რომ რომელიმე შაბათ დღეს ეთერში ის  ინფორმაცია უარყოს, რომელიც კობა კობალაძის შესახებ გაავრცელა. თქვენ გახსოვთ, რომ კობალაძე ჯერ კიდევ კბილაშვილის სასამართლომ გაამართლა და მუხროვანის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. ამის საწინააღმდეგოდ, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა მოცემული არხის ეთერში გადაიცა ინფორმაცია, რომელიც კობალაძეს დამნაშავედ შერაცხავდა, თითქოს ის ციხიდან ამნისტიის შედეგად გამოვიდა, ამ დროს ყველას გვახსოვს, რომ კობალაძე სასამართლომ გაამართალა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მხარეებს შორის აღსრულებაზე დავა არ წარმოიშვას და ეს ინფორმაცია არხმა უარყოს. რაც შეეხება თანხის ნაწილს, „რუსთავი 2“-მა კომპენსაცია კობალაძეს უკვე გადაუხადა, ახლა ცრუ ინფორმაციის უარყოფა დარჩა“, – განაცხადა წულუკიანმა
იუსტიციის მინისტრის თქმით, უწყებას კავშირი აქვს ორივე მხარესთან და იმედოვნებს, რომ არაფერი გართულება არ იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები