ვახტანგ გომელაური: ვერ მეტყვით ვერც ერთ ფაქტს, რომ ხელი დავაფარეთ ვინმეს

შს მინისტრი სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშს ეხმაურება. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არ არსებობს ისეთი ფაქტი, როდესაც ჩადენილი დანაშაულის გამო სამართალდამცველს ხელი დააფარეს. გომელაურის თქმით, ყველა საქმე, სადაც პოლიციელის დანაშაული იკვეთება, პროკურატურაში იგზავნება.
“როცა ხდება გადაცდომა პოლიციელების მხრიდან, საქმეს პროკურატურას გადავცემთ და ის იძიებს ხოლმე. ვერც ერთ ფაქტს ვერ მეტყვით, რომ ან ხელი დავაფარეთ ვინმეს, ან პროკურატურას არ გადავუგზავნეთ მასალები. არის საქმეები, რომლებზეც გამოძიება ახლა მიმდინარეობს, და თუ ამ საქმეებთან დაკავშირებით ფიქრობენ, რომ ვინმეს ხელი დავაფარეთ, ამ შემთხვევაში აღნიშნულ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 2014 წლის წლიური ანგარიში დღეს გამოაქვეყნა, სადაც ყურადღება გაამახვილა სამართალდაცავების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები