მინდია ჯანელიძე: მე ალასანიას ვთხოვე, მხოლოდ რამდენიმე დღით გადაედოთ ხელმოწერის პროცედურა

თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის განცხადებით, ირაკლი ალასანიას საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში სატელეფონო საუბრისას საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის არა გაუქმება, არამედ რამდენიმე დღით გადადება სთხოვა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა. რაც შეეხება, ზოგადად, პროცესს, რომელიც უკავშირდება თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, მინისტრის თქმით, ეს პროცესი დღესაც წარმატებით მიმდინარეობს.
“კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ამ საკითხზე დამეტებითი კომენტარის გაკეთებას აღარ ვაპირებ. მე ალასანიას შევახსენე ის აუცილებელი პროცედურები, რომლებიც უნდა დაეცვა და ვთხოვეთ, რომ მხოლოდ რამდენიმე დღით გადაედოთ ხელმოწერის პროცედურა. არ იყო ისე, როგორც ის აცხადებს, რომ უარი ეთქვა ხელმოწერაზე. ჩვენი თხოვნა იყო, დაეცვა პროცედურები. რაც შეეხება, ზოგადად, პროცესს, რომელიც უკავშირდება თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, ეს პროცესი დღესაც  წარმატებით მიმდინარეობს, მათ შორის იმ მიმართულებითაც, რაზეც ირაკლი ალასანია საუბრობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რაც უფრო მეტს ვისაუბრებთ თავდაცვის საკითხებსა და საიდუმლო თემებზე ღიად, რაც უფრო მეტი ჭორაობა და მითქმა-მოთქმა იქნება, მით მეტი ზიანი მიადგება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას”, – აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები