ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას ბოდიშს უხდის

შსს-სა და პროკურატურის რეფორმირების საკითხებით სპეკულირება მიმაჩნია, რომ არასწორია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ პროკურატურის და შსს-ს რეფორმირების ინიციატივით რამდენიმე თვის წინ თავად გამოვიდა.
“რაც შეეხება შსს-ს და პროკურატურის რეფორმირების საკითხს, მიმაჩნია, რომ ამ თემით სპეკულირება არასწორია. ვინაიდან, რამდენიმე თვის წინ მე გამოვედი ინიციატივით და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის დავავალე, პროკურატურის რეფორმირებაზე მუშაობა. უსაფრთხოების საბჭოს მდივანს დავავალე შსს-ს რეფორმაზე მუშაობა, ამაზე მიმდინარეობს და პრაქტიკულად დასრულებულია სამუშაოები. ჩვენ უახლოეს რამდენიმე კვირაში უკვე წარვუდგენთ საზოგადოებას საბოლოო მოდელს”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ბოდიში მოუხადა. “მინდა მოსახლოებას მოვუხადო ბოდიში, ვინაიდან, მსგავსი საკითხებით, მსგავსი განმარტებებით მოსახლეობა დაიღალა და ეს არ არის მათთვის საინტერესო, მაგრამ ვინაიდან საჯაროდ გაკეთდა ეს შენიშვნები, აქედან გამომდინარე, მე ჩავთვალე საჭიროდ, მეპასუხა პრეზიდენტისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გუშინ პრეზიდენტმა შსს-ს რეფორმირებაზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ შს სამინისტროს სამოქალაქო სამსახურად გარდაქმნის რეფორმა კიდევ აღარ გაჭიანურდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები