უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე კვლავ უარი განაცხადა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.
“უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქმის შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ არსებობს იმის რისკები, რომ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ სააკაშვილის ექსტრადირების თხოვნა პოლიტიკური მოტივებით მის დევნას ისახავს მიზნად” , – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
უკრაინის გენერალურ პროკურატურაში ასევე აცხადებენ, რომ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. უკრაინულ მხარეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თხოვნით საქართველოს მთვარმა პროკურატურამ 17 თებერვალს მიმართა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინულ მხარეს ექსტრადიციის მოთხოვნით ორჯერ მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები