თბილისის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები, წინასწარი მონაცემებით, 190 მილიონ ლარს შეადგენს

2015 წლის პირველ კვარტალში თბილისის ბიუჯეტდან  გაწეული ხარჯები, წინასწარი მონაცემებით, 190 მილიონ ლარს შეადგენს. 2015 წლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე შეაჯამა.
დავით ნარმანიას თქმით, 2015 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები 1,5-ჯერ აღემატება 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მისივე თქმით, 2014 წლის  წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტით გაწეული ხარჯი 131 მილიონი ლარი იყო, 2013 წელს – 105 მილიონი ლარი, 2012 წელს – 81 მილიონი ლარი.
„დედაქალაქის ბიუჯეტიდან ათვისების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების მაჩვენებლებს, რაც ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგია“,  – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა იმ რაიონულ გამგეობებს და სამსახურებს, რომლებმაც ეფექტურად იმუშავეს და უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა, რათა, მისი თქმით, მეორე კვარტლის მაჩვენებელმა ასევე გადააჭარბოს წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები