გამოკითხულთა 81% ეკონომიკური მდგომარეობის მთავარ პრობლემად ლარის ვარდნას ასახელებს

IRI-ის გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში გაუარესდა. გამოკითხულთა 29% მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა – ბევრად, 33%-ის აზრით კი, ნაწილობრივ გაუარესდა. გამოკითხულთა 29% აცხადებს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ნაწილობრივ გაუმჯობესდა, 7%-ის აზრით კი, მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა სახეზე. IRI-ს გამოკითხულთა 81% ეკონომიკური მდგომარეობის მთავარ პრობლემად ლარის ვარდნას ასახელებს. გამოკითხულთა 45% მთავარ პრობლემად, რომლის წინაშეც საქართველო დგას, უმუშევრობას ასახელებს, 17% – ეკონომიკურ განვითარებას, 14% – ტერიტორიულ საკითხებს, 3%- სოციალურ საკითხებს.
IRI-ის კვლევები 3-დან 28 თებერვლის ჩათვლით ჩატარდა, პირდაპირი ინტერვიუს სახით 18 წელს გადაცილებული 1,500 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის შედეგების ცდომილება კი 2,5%-ია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები