შემოსავლების სამსახური დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებს მიმართავს

შემოსავლების სამსახური დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებს ახსენებს, რომ დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება დეკლარაციის შევსების დღეზე არ არის დამოკიდებული. როგორც შემოსავლების სამსახურის პრესცენტრის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გასული ღამის პირველი საათისთვის შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე უკვე 3 000-ზე მეტი დეკლარაცია იყო ატვირთული.
“უკვე ღამის პირველი საათისთვის ატვირთული იყო 3 000-ზე მეტი დეკლარაცია. ამ წუთებში ძალიან დიდი რიგებია შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრებში, ასევე საბანკო დაწესებულებების ფილიალებში. მინდა მოვუწოდო და თხოვნით მივმართო დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებს, დეკლარაციის შევსების დღეზე არ არის დამოკიდებული დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება. ასე მხოლოდ ვაფერხებთ სისტემას, ხელს ვუშლით გამართულ მუშაობას. პატივი ვცეთ ერთმანეთის საქმიანობას, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ სისტემის გამართულად მუშაობის საწინდარი. დაუბეგრავი მინიმუმით დასაბრუნებელი დაუბრუნდება ყველა მოსარგებლე პირს”, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები