გამოკითხულთა 85% ევროკავშირში, ხოლო 78% ნატო-ში გაწევრიანების მომხრეა

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევა უჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობა კვლავ ევროპისა და დასავლეთისკენ მიისწრაფვის. ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 85 % მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, 9% არ უჭერს, ხოლო 6%-ს პასუხი არ აქვს კითხვაზე.
მოსახლეობის 78% მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში შესვლას. 15% არ უჭერს, ხოლო 7%-ს პასუხი არ აქვს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ეს მხარდაჭერის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და ყველა დემოგრაფიულ სექტორს მოიცავს.
კითხვაზე, თუ „რას ელით ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერისგან“, გამოკითხულთა 26% ეკონომიკურ განვითარებას, 16% უვიზო მიმოსვლის დანერგვას, 12% ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების ზრდას, ხოლო 4% ევროპულ სტანდარტებზე გადასვლას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ელოდება.
სოციოლოგიური კვლევა ჩატარებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2015 წლის 3-28 თებერვალს. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს 1500 მოქალაქე (18 წლის და ზემოთ). კვლევის ცდომილება არ აღემატება 2.5 პროცენტს; პასუხის გაცემის კოეფიციენტი იყო 70 პროცენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები